პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

"გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. 

ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“. ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს." -  განგვიცხადეს მმართველი პარტიის პრესსამსახურში.