საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ალან პერსელისა და  მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც.