ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
მერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებს, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზე ესაუბრა.
დღესვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სკრინინგ კვლევები განხორციელდა. ადგილობრივებმა ძუძუს, საშვილოსნოს, პროსტატის კიბოს სკრინინგი, აივ-ინფექცია/შიდსი B და C ჰეპატიტის, ასევე ჰიპერტენზიის გამოკვლევები ჩაიტარეს.
სკრინინგ კვლევები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მხარდაჭერით, ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით განხორციელდა.




