14 ივლისს , ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. რომელიც უწმინდესი პატრიარქების - ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება, ახალი შენობის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა.

 ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს გააერთიანებს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.