თავის დროზე, ავტორიტარიზმის პირველი გამოვლინება რაც "ოცნებამ" გამოასხივა ეს იყო ახალი პარადიგმის დანერგვა - "ვინც ჩემს აზრზე არ არის - ჩემი მტერია". დღეს ვხედავთ არა საქმიან, მიზანმიმართულ და შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიას - არამედ რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებულ თავდასხმებს, ზიზღს და სიძულვილს იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელთაც აქვთ პრეტენზია შეცვალონ ოცნება. - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

"აი ეს ხალხი საუბრობდა თვეების მანძილზე ერთობაზე, გაერთიანებაზე და ა.შ. დღეს იგივე ხალხი თავს ესხმის ბრძოლის განსხვავებული გეგმის მქონე "ლელოს". 

რომელი-რომელს ამბავია! ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა, როგორ ამარცხებთ ოცნებას ბოიკოტით! დანარჩენი ლირიკაა." - წერს ბექა ლილუაშვილი. 

ცნობისთვის,  საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს

მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს