4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად თვლის პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აბსოლუტურად ყველა, ვინც ეს უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს.
ყველა ტელემედია, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დორბლიანებს ეთერს აძლევს ისე, რომ ამ სამარცხვინო ავანტიურის გამო პასუხს არ სთხოვს, მედია კი არა მიშა სააკაშვილის ჩეჩმაა და შესაბამისად უნდა მოექცეთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"