"თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ 193 მილიონ 388 ათას 700 ლარით განისაზღვრა",- აღნიშნა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვის დროს.
ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და დედაქალაქის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტი იმ მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების გაგრძელების გარანტიას იძლევა, რომლებიც თბილისისა და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული.
მიქაუტაძე საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და ყველა ის საკითხი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვას, აფთიაქებსა თუ სკოლებში ბავშვთა კვებას უკავშირდება, ოპოზიციასთან მეტი თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს.
,,ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და თქვენს მიერ წარმოდგენილი ხედვებისა და წინადადებების განხილვისთვის“’,-აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.




