"ნაციონალური მოძრაობა" თუ ოდესმე ძლიერი ყოფილა, სწორედ ამ ერთობის პერიოდში. სამწუხაროდ, შიდა არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად თუ რამე დაზიანდა, სწორედ ეს ერთობაა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი აზრით და ძალიან ბევრის აზრით, არის რომ გადადგეს მოქმედი თავმჯდომარე(ლევან ხაბეიშვილი) - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბესიკ გაზდელიანმა  ბრიფინგზე განაცხადა. 

"ლევან, ხაბეიშვილს მივმართავ, ჩემო მეგობარო, შენთან ერთად გვიბრძოლია, გვიმეგობრია და ბევრი საერთო გვქონია. მე არ ვიცი შენთვის როგორ, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვენი ოჯახი. ჩვენ ის ადამიანები ვართ ვინც მხრებით მოვიტანეთ დღემდე "ნაციონალური მოძრაობა. 

დღეს ეს ადამიანები შენმა არასწორმა მმართველობამ სრულიად გარიყა პარტიიდან. ჩემი მოიოდება და რჩევაა, ჩემო მეგობარო, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა - თავმჯდომარეობა, ისევე როგორც დღეს წარმოდგენილი მენეჯმენტის. 

ამიტომ, მოგიწოდებ, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან. " - განაცხადა გაზდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც პარტიის სხვადასხვა წარმომადგანლები იმყოფებოდნენ. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“..

ხაბეიშვილის ქმედებას პარტიაში კრიტიკა და განხეთქილება მოჰყვა. 

ასევე მურთაზ ზოდელავა ამბობს: ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ 

გია ბარამიძე: მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, ამ საკითხში შეუთანხმებლობა მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარეს ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო