ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის პროექტირება იწყება
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც
საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები
სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი
ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით - ნათქვამია უწყწყების გავრცეკებულ იფორმაციაში.




