ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, ბოთერაშვილის ქუჩაზე 2 300 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები.
საგზაო სამუშაოებამდე, მისამართზე კომპანია GWP-იმ აღადგინა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 230 000 ლარია გათვალისწინებული.




