„როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად „ტეხავს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

"დღეს ამაღლებაა. დასრულდა წირვა. მრევლი ეზიარა. მაგრამ რასაც დავწერ, არანაირად არ ეხება დღევანდელი დღის მისტიურ და ეკლესიურ შინაარსს - ამიტომ დღესასწაულს და ზეიმს ჩრდილს არ მივაყენებ. რუსეთის პატრიარქი კირილე სანქციების ქვეშ არის შეყვანილი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, ლიეტუვას და (დარწმუნებული ვარ) სანამ ამას ვწერდი, კიდევ რომელიმე დასავლური ქვეყნის მიერ. როდესაც საქართველოში ლავროვის არარსებულ ნათესავებს, არარსებული სანქციების გამო ეძებდნენ, ხოლო შუალედებში აპროტესტებენ მოსკოვთან პირდაპირ ფრენებს, სამი რამ (მინიმუმ) მაგრად "ტეხავს".

"ტეხავს", რომ "შვიშტოკიანი პედრიოტები" არ ჩაუსაფრდნენ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის რეგისტრაციისას სააკაშვილის მოძღვარს, მეუფე ნიკოლოზს და სამგზის არ შეარცხვინეს იგი: 1) რატომ სარგებლობთ პირდაპირი რეისით, 2) რატომ მიემგზავრებით ტერორისტ-სახელმწიფოდ გამოცხადებულ (ზოგიერთის მიერ) რუსეთში და 3) რატომ ხვდებით სანქცინირებულ კირილეს - მით უმეტეს, მის "ანგელოზის დღეზე" დასწრების მიზნით. მეოთხე რამეც "ტეხავს", რომ ამ ყველაფერს "გლავკანალი", "ჭუტავიზია" და "ოფშორმედია" არ აშუქებდა, აეროპორტიდან დაწყებული და (გარწმუნებთ) არც მისი დაბრუნებით დამთავრებული, რის შესახებაც დიდი ალბათობით ასევე არ გველოდება რაიმე სიუჟეტი. ეხლა კი ეს არშემდგარი რუსოფობიური პარანოია და ჩავარდნილი საინფორმაციო გაშუქება წარმოიდგინეთ, მოსკოვში (ვთქვათ) მეუფე იაკობის და მეუფე შიოს გამგზავრების შემთხვევაში. მაგრამ არც ესაა ძირითადი. აი ჩემი მთავარი შეკითხვა: ვინაიდან ეს ვიზიტი არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან და სააკაშვილის მოძღვრის კერძო ინიციატივას წარმოადგენს - რა რეალური მიზნით ჩავიდა მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი და რა გზავნილი ჩაუტანა "პუტინის პირადი პატიმრის" დავალებით აგრესორ რუსეთის პრეზიდენტთან გადასაცემად?“ - წერს ქართველიშვილი.

 ცნობისთვის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად ჩავიდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე ნიკოლოზის  ჩასვლა მოსკოვში არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან