დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ, არქიტექტურულ, ურბანულ, სატრანსპორტო და სხვა საკითხებს შეეხებოდა.
თბილისის მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ, მერიის კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.
დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის მერიაში გაიმართება ინტენსიური შეხვედრები. კახა კალაძესთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში, შემოიტანონ განაცხადი შეხვდრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის.
მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან.




