პრობლემა დიდი ხანია არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას.
"ისეთი სამწუხარო ფაქტები,როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტიურად ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი. დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად, სუროგაცია ამას არ შველის,” - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: პოლიტიკური გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არავინ არ არის, თან 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია