„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ, 4 წლის ვადით. 

მისი თქმით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით ქართული ეკონომიკა შოკურ ეფექტს აიცილებს თავიდან. 

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროდუქცია არ გაუძვირდება და ტვირთად არ დააწვება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, ასევე მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ექნებათ ადაპტაციისთვის საჭირო დრო, რათა კარგად მოემზადონ გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის, ეს კი, რა თქმა უნდა, უნდა კარგი საშუალება იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ არ მიიღოს შოკური ეფექტი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პლასტმასის ბოთლებში სასმელი წყლის იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა