მე ვუჩივლებ „ბიბისის“ ჩემი სიტყვების დამახინჯებისთვის, მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მე ვუჩივლებ „ბიბისის“ სიტყვების დამახინჯებისთვის. მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს. ვფიქრობ, მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ან რაღაც მსგავსი. ამიტომ, ჩვენ შევიტანთ სარჩელს. ბევრი ადამიანი მეკითხება, როდის შეიტანთ ამ სარჩელს? მედიასაც კი არ სჯერა ამის, მაგრამ დაიჯერებენ. მათ საშინელი სიტყვები მათქმევინეს, რომელიც დაკავშირებულია 6 იანვართან, რომელიც მე არ მითქვამს, ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რაც მე ვთქვი – ლამაზი სიტყვები პატრიოტიზმზე და ყველა იმ კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე – ეს ყველაფერი არ გააშუქეს. ამას ეწოდება ყალბი ამბავი. ამიტომ, ჩვენ ამ სარჩელს ალბათ დღეს შუადღისას ან ხვალ დილით შევიტანთ“, – განაცხადა ტრამპმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი