CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიფდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს აფეთქება მოხდა, როდესაც ის ვეს პალმ ბიჩის გოლფ კლუბში თამაშობდა.

დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის“, – აცხადებს ტრამპის კამპანიის სპიკერი, სტივენ ჩუნგი.