საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან. 

მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში  ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.