ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში

„მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმინაციას. ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხალხს, რომელიც ამდენი დღე დგას და არ ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის. ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31-შიც და ყოველ დღე, ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.

19-მა ივლისმა აჩვენა, რომ პროტესტი კონსოლოდირებულად მუშაობს. 2-ში ბათუშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, ვიდრე სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ, მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით. წინააღმდეგობა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დელეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზე და კიდე ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს ახდენს რევოლუციას, 4-მდე რატომ ინახავთ? არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდო პარტნიორობა“, – წერს ელენე ხოშტარია