საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნაკრების კაპიტანს, კილიან მბაპეს, რომელიც პარაგვაელი სენატორის მხრიდან რასისტული თავდასხმების სამიზნე გახდა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

მანამდე ფეხბურთელს მხარდაჭერა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, მარინა ფერარიმაც გამოუცხადა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტი მხარს უჭერს კილიან მბაპესა და საფრანგეთის ნაკრებს. მომხდარს უკვე გამოეხმაურა პარაგვაის პრეზიდენტიც - მან ემანუელ მაკრონს ოფიციალური წერილით მიმართა და საკუთარი ქვეყნის საგარეო უწყების მსგავსად, სენატორის რასისტული განცხადებები მკაცრად დაგმო“, — აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში.