ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტო გამოქვეყნა. 

კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში., - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში. 

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკოსებმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ჩართულნი და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმოერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.

კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში. 

ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!"