„ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა იმ დროს, როცა მისი მოქმედი თავმჯდომარე სააკაშვილი იყო.

„ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა ამ პარტიაში, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე და ახლაც ვერავინ გაიგო, თავმჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორი. ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, რასაკვირველია, იქნება მთავარი თემა რომელიც დღის წესრიგში დგას“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.