საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" მეორე ნაწილის პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ამჯერად პრეზენტაცია სენაკში გაიმართა და მას კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრებოდა.

"საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაგვაქვს წიგნები, ეს შევსებული გამოცემა და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მკითხველს მიუვიდეს ეს წიგნი, რომელიც ავტობიოგრაფიულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოს ბოლო წლების ისტორიაც", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ.