საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა.

საუბარი შეეხო რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერების მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური პროგრამების განვითარებას, სტუდენტთა კვოტების განაწილებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს და მას თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები გააცნეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე.

.