საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

ქართველი პოეტის ძეგლი კულტურულ პარკ-კომპლექსში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალთა შორის მდებარეობს.

შოთა რუსთაველის ძეგლი აშხაბადში 2024 წელს, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით დაიდგა.