დამწყები მეწარმეებისთვის ხშირად ბიზნესისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა მთავარი გამოწვევაა. მაშინაც კი, თუ საინტერესო ბიზნეს იდეა გაქვს, რომელიც ბაზარზე არსებულ ცხად გარღვევას ფარავს და რეალისტური საოპერაციო გეგმაც უკვე შედგენილია, სულაც არაა გარანტირებული, რომ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი პროექტის დასაფინანსებლად საჭირო თანხას დაგიმტკიცებს.

საწყისი კაპიტალის დეფიციტი მხოლოდ საქართველოს ბაზრის პრობლემა არაა. ახლადშექმნილი კომპანიები ტრადიციულ ბიზნეს კრედიტს ყველგან უფრო რთულად იღებენ, რადგან მათ ფინანსური ისტორია და სტაბილური ბრუნვა არ უფიქსირდებათ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მთავარი დაფინანსების წყარო ინვესტორია, რომელიც თავის თავზე იღებს რისკს პოტენციური მოგების სანაცვლოდ. ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები, როგორც წესი, ასეთ რისკს საკუთარ თავზე მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ იღებენ.

თუ ბიზნესის წამოწყება გსურს, კარგი სამოქმედო გეგმა გაქვს და წარმატების გჯერა, საწყისი დაფინანსებისთვის ყველაზე მარტივია პასიური აქტივი მძლავრ ფინანსურ ინსტრუმენტად აქციო. სწორი მიდგომით, დაკეტილი ან ნაკლებად რენტაბელური ფართი აქტიურ საინვესტიციო რესურსად შეიძლება იქცეს, რომელიც სამომავლო კომერციული წარმატების ფუნდამენტს შექმნის.

რა სტრატეგიული უპირატესობა აქვს ბიზნესის უძრავი ქონებით დაფინანსებას

როგორც ზევით ვახსენეთ, რადგან ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ნაკლებად იღებენ საკუთარ თავზე ახალი კომერციული იდეების რისკებს, ბუნებრივია არსებული აქტივის დატვირთვა აპრობირებული ფინანსური პრაქტიკაა. აღნიშნული მიდგომა მეწარმეს ახალი პროექტისთვის სოლიდური მოცულობის თანხის მოზიდვის საშუალებას აძლევს, ხშირად უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ფინანსური ისტორიის გარეშე სტანდარტული ბიზნეს სესხის აღება. იპოთეკური დაფინანსება ხშირად გაცილებით დიდი მოცულობის კაპიტალის მობილიზების საშუალებას იძლევა, უფრო მომგებიანი პირობებით. მით უმეტეს, რომ კრედო ბანკი იპოთეკის მიზნობრიობას არ აკონტროლებს: მოზიდული ფინანსებით ბიზნესს შეუძლია ძვირადღირებული დანადგარები შეიძინოს, კომერციული ფართი გაარემონტოს ან პროდუქციის პირველი დიდი პარტია შეიძინოს. მსესხებელი მიზნობრიობას თავად განსაზღვრავს.

იპოთეკა გრძელვადიანი დაფინანსებაა, რომელიც მრავალ წელზე ნაწილდება. ვადების ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მომგებიანი მახასიათებელია, რადგან ახალ წამოწყებას ზრდისთვის საჭირო დროს აძლევს. ფინანსური წნეხის მრავალწლიან პერიოდზე გადანაწილება საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. ქონება მფლობელის სასარგებლოდ იწყებს მუშაობას და ბიზნესს წლიურ ჭრილში რეალური მოგების შექმნაში ეხმარება.

ჭკვიანი მეწარმე ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს სესხის თანხა და ვადები სავარაუდო ბიუჯეტთან. ფინანსური ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი მსესხებლის ჯამური შემოსავლების 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ოქროს წესი მაქსიმალურად დასაცავია ახალი კომპანიის პირობებში, მისი ფინანსური რყევებისგან დასაცავად და წარმატების შანსების გასაზრდელად.

როგორ უნდა მართო სესხი ბინის უზრუნველყოფით

ფინანსური ვალდებულების აღებამდე აუცილებელია სიღრმისეული ანალიზის ჩატარება. დარწმუნდი, რომ ხელში გიჭირავს დეტალური, რეალობაზე მორგებული ბიზნესგეგმა, რომელიც რეალისტურად განსაზღვრავს მოსაზიდ ხარჯებს, მათ მიზნობრიობას და პროექტის მოგებაზე გასვლის სავარაუდო ვადებს.

ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი იპოთეკის დამტკიცებამდე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას აფასებს. ექსპერტები იძიებენ ქონების ლიკვიდურობას, ადგილმდებარეობასა და მდგომარეობას. ყველა მეწარმეს უნდა ახსოვდეს, რომ მაქსიმალური დამტკიცებული იპოთეკის თანხა არაა ის მაქსიმალური რაოდენობა რაც უნდა ისესხო, თუ ყოველთვიური შენატანი აცდენაში იქნება მის რელისტურ ფინანსურ შესაძლებლობებთან.

მსესხებლის მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია რისკების ობიექტური შეფასება. საუკეთესო შემთხვევაში, იპოთეკის აღებამდე მეწარმემ ფინანსურ მრჩეველთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

რას სთავაზობს კრედო ბანკის იპოთეკური სესხი ახალ მეწარმეებს

კრედო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და პოტენციურ მომხმარებლებს მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოსავლების დადასტურების სიმარტივეა. ბანკი სრულფასოვან შემოსავლად განიხილავს როგორც სტანდარტულ დარიცხულ ხელფასს, ისე აგრო და ტურისტული საქმიანობიდან მიღებულ მოგებას, ფულად გზავნილებსა და ხელზე აღებულ თანხასაც კი. ახალბედა მეწარმეებს შანსი აქვთ არსებული რესურსები საქართველოში საკუთარი დამოუკიდებელი ბიზნესის დასაწყებად მაქსიმალურად მარტივად გამოიყენონ.

კრედო ბანკის იპოთეკური სესხით ბიზნესისთვის შეგიძლია 10 000-დან 500 000 ლარამდე მოცულობის თანხა მიიღო, რომლის დაფარვის ვადა 7-დან 180 თვემდე პერიოდზე ნაწილდება. ასეთი ფართო დიაპაზონი მეწარმეს საშუალებას აძლევს მისი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული რეალისტური გადახდის გრაფიკი შექმნას. ამ პირობების გამო იპოთეკური სესხი ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გამოსავალია მათთვის, ვისაც მყარი კაპიტალის მოძიება სჭირდება.

გამოიყენე უძრავი ქონება კაპიტალად გამარტივებული პროცედურებით

ბიუროკრატიული ბარიერების ნაკლებობა სესხის აღებას საგრძნობლად ამარტივებს. მათ, ვინც იპოთეკური სესხის აღებას განიხილავს, კრედო ბანკი “ბინოთეკის” პერსონალური მენეჯერის მომსახურებასაც სთავაზობს. “ბინოთეკის” მენეჯერი მომხმარებელს პროცესის თითოეულ ეტაპზე უწევს კონსულტაციას, ეხმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დაფინანსების პროცესის კოორდინაციაში.

ბიზნესის საწყის ეტაპზე ბევრს უჭირს სწორი ფინანსური პარტნიორის პოვნა. უძრავი ქონების საწყის საინვესტიციო წყაროდ ქცევა, ამგვარ შემთხვევებში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გამოსავალია, რადგან კაპიტალის მომგებიანი პირობებით მოძიებას ამარტივებს.

მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მნიშვნელოვანია, მეწარმემ შესაძლო რისკები წინასწარ გააანალიზოს, საუკეთესო შემთხვევაში - პროფესიონალის დახმარებით. ეს მიდგომა დაეხმარება სესხის თანხის, საბოლოო ვადებისა და ყოველთვიური შენატანის რეალისტურ დაბალანსებაში და გაზრდის ბიზნესის წარმატებით ოპერირების შანსებს.