"პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში შემოვლენ, სუვერენიტეტის გარეშე უნდა დარჩნენ და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩააბარო. ანუ, თუ ამას წლების წინ შეფარულად აკეთებდნენ და კანდიდატებს ეუბნებოდნენ, თქვენს სუვერენიტეტს დავიცავთო და რეალურად, ართმევდნენ, დღეს უკვე პირდაპირ გეუბნებიან და აღარ მალავენ – გინდა, ევროკავშირში შემოსვლა, ჩააბარე სუვერენიტეტი, რადგან არ გჭირდებათ სუვერენიტეტი, ჩვენ მივხედავთო." – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"დღეს, ევრობიუროკრატია ამას გეუბნება. საბჭოთა კავშირის დროს სუვერენიტეტი კონსტიტუციაში მაინც გვქონდა და ვიბრძოდით, რომ საქართველოს თავისი საკითხები თავად გადაეწყვიტა. დღეს პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩააბარო და ევროკავშირში ისე შეხვიდე. ბრიუსელი გვეუბნება, შენი წინაპრის, ილია ჭავჭავაძის სამი ჰიპოსტასი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ დაივიწყეო. საბჭოთა კავშირის დროს, 1978 წლის 14 აპრილს როცა კრემლმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სახელმწიფო ენა ქართულის ენის ნაცვლად რუსული ყოფილი. მაშინ ქართული საზოგადოება ფეხზე დადგა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ უკან დაიხია. დღეს გვეუბნებიან, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ის უნდა შეასრულოთ და ამ პირობით შემოხვალთ ევროკავშირშიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.