პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე მედიასთან ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, ამ აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ. 

„ჩვენ, „ხალხის ძალას“, არაერთხელ გვითქვამს, როგორც ოფიციალურ წერილებში, ისე კომენტარებში, რომ USAID-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ხარჯავდნენ ფულს იმ ქვეყნების ხელისუფლებების შესაცვლელად, რომლებიც მათთვის არასასურველი იყო.
საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ. რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.