ყვარელი - გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, განსაკუთრებით მძიმეა 30 წლამდე ქალის მდგომარეობა.
დაშავებულები სხვადასხვა სახის ტრავმებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.