სოციალურ ქსელში გავრცელდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელი მიხედვით ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერებს 8%-მდე აქვთ რეიტინგი. გავრცელებულ სლაიდში ოპოზიციის ლიდერებს შორის არის მოხსენებული საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. რას"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორ უნდა ენდო კვლევას, სადაც ღარიბაშვილი ოპოზიციის ერთ ერთ ლიდერად არის წარმოდგენილი? - წერს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები.
გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „თავისუფლები“ წერს - IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, "ლელო" არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო
თამარ ჩერგოლიშვილმა კი დაწერა: IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა