ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასა და ძიუდოს ფედერაციას თბილისის „გრანდ სლემის“ ბრწყინვალედ ჩატარებისთვის მადლობას უხდის
თბილისის „გრანდ სლემის“ დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის შეფასება. ის საქართველოს მთავრობასა და ძიუდოს ფედერაციას თბილისის „გრანდ სლემის“ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის მადლობას უხდის.
„გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას 2025 წლის თბილისის „გრანდ სლემის“ მაღალი სტანდარტებით ჩატარებაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის,“ - წერს IJF-ის პრეზიდენტი.
მიმართვაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ტურისთვის თბილისი, დიდი ხანია, ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით.
თბილისის „გრანდ-სლემი“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის, ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ცხრა მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.