სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟზეა ორიენტირებული. – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ევროპარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის. თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თავადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ოთხი თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟზეა ორიენტირებული.
2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ ოთხი დღის წინ, უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული. ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს. ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში.
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტების ფარგლებში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებებს, მსურს, კოლეგებს მივაწოდო ინფორმაცია ამ საკითხზე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა არ დარჩეს ადგილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის“, – განაცხადა ალიევმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




