პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება უახლოეს მომავალში და შემდეგში იქნება ყრილობა, ეს ყველაფერი ზაფხულში მოესწრება, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 ირაკლი ფავლენიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის ფორმატში პარტიის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებაზე იმჯელოს

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მათ შორის ყრილობის ფორმატში ამ საკითხზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ არ არის საქმიანი და სამუშაო გარემო, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით თავდასხმის ობიექტები. ახლა კარგია, რომ ამ მოცემულობას ყველა აღიარებს და ეს „ნაციონალური მოძრაობის დამსახურება“ არ გახლავთ. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო. საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს შეხვედრებში მონაწილეობას და „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა თუ იყო, ე.ი. უფრო ფუნქციური უნდა გამხდარიყო ეს შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ არის პრობლემა, იმ აქტორებშია, რომლებიც მუდმივად სხვებზე თავდასხმის რეჟიმში იმყოფებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.