ჩვენთვის „ალდეს“ არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ალდე“ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, იცით, რომ ტერორისტულ აქტსაც არ გაემიჯნა თავის დროზე ალდე, რაც მეტყველებს ერთი - ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე და მეორე იმაზე, რომ „ალდეს“ არ აქვს არავითარი პრინციპები, რაც ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, ჩვენთვის „ალდეს“ არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.