მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა არის იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს  სრული სიცხადით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.