მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ახალ შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნებისთვის პრიორიტეტულ სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე, - აღნიშნავს პრემიერი.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2119354923410211228?s=46