ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




