გასული კვირა მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის, სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ  გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახების მიმართ.ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამე სწრაფად, მალე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, მალე გაიწმინდა და აღდგა საავტომობილო მოძრაობა. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი. 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. 

საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 196 ოჯახი. 

ასევე შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა გაიცეს კომპენსაცია შესაბამისი ოჯახებზე, საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები: - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბაღდათის მუნიციპალიტეტის,  სოფელ ნერგეეთში, მეწყერში ჩამოწყვა. რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს