ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით New York Times-ის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.