ყაზახეთის პრეზიდენტთან  შეხვედრისას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  X-ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ“, - აღნიშნავს პრემიერი.