"ბედის ირონიაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში გვიკეთებდნენ, დღეს მათაც მოუწიათ თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და იმის აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა." – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი დემოკრატიის საქმეში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა მისაღები არ იყო, მაშინ ყრუ კედელი გვხვდებოდა. ეს ყველაფერი ისტორიამ ყველას ნათლად დაანახა, მათ შორის იმ ევროპელებს, ვინც მსგავს ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით მოურიდებლად დგამდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.