თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.

კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ შეხვედრა, იმ რადიკალურ დაჯგუფების შეხვედრაა, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობის უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერში შესაბამისი პასუხი უკვე გასცა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, დაშლილი. როდესაც სხვა, კონკრეტული ძალების სამსახურში ხარ და არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, შენი ყველა ქმედება, გინდ გაერთიანების, გინდ დაშლის შემთხვევაში, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ვიცით, რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება, საიდან იმართებიან, ვის მიერ, რა ინტერესები ამოძრავებთ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობამ ამ რადიკალურ დაჯგუფებას, ყველას ერთად აღებულს, გასცა შესაბამისი პასუხი. აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია. ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.