თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზაღვრა.
„კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები, რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „თავისუფლები“ წერს - IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, "ლელო" არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო
თამარ ჩერგოლიშვილმა კი დაწერა: IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა