თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნაციონალური მოძრაობის მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, მსგავსი ტიპის კობისტური კომპანიები ავრცელებენ სიცრუეს და თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ვხვდებით ამ ტიპის დოკუმენტებს. სხვათაშორის ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველაფერზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ზუსტად „ფარას“ დოკუმეტებით გავიგეთ, რომ ვილსონი 80 000-ს იღებს იმაში, რომ სიცრუე ილაპარაკოს და თავს დაესხას ქართულ სახელმწიფო. „ფარას“ დოკუმენტებით გავიგეთ, როგორ ხდებოდა ევროპარლამენტარების მოსყიდვა, რომ რეზოლუციები მიეროთ იმ ტიპის, რომელსაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავდით. ახალი ხელშეკრულებაც მიმართული იქნება ქვეყნის წინააღმდეგ, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.