კახეთის რეგიონის რამდენიმე  მუნიციპალიტეტში ბოლო დღეების განმავლობაში მოსული, გადაუღებელი წვიმის შედეგად გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებიც, წყალი შევარდა საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებლ სახლებში. 

სტიქიის ზონაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფლებში - ჭიაურსა და აფენში  ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. 

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები.