საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის საავტომობილო გზის 4.3 კმ-იან (კმ1-კმ4.3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ხორციელდება.

აღნიშნული მონაკვეთი არის ჩიხი ძველ, თბილისი-სენაკი ლესელიძის გზაზე და ახალი გზა კვეთს ამ მონაკვეთს. გზის განახლება მიმდებარედ მცხოვრები მოსახელოებისთვის კეთდება, რათა გადაადგილება კომფორტილად და უსაფრთხოდ შეძლონ.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია აგვისტოს ბოლოსთვის.