12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად ორი ცენტრალური მონაკვეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მთლიანად განადგურდა.  ხიდი თელავის ხევში მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია 100 ერთეულამდე მძიმე ტექნიკა, დასუფთავების სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. 

ქალაქის მასშტაბით აღდგენილია სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმების დაცვის  მიზნით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას.