მიუნხენია „ალიანც-არენაზე“ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა „ბაიერნს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის. ხვიცა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებით უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჟურნალისტი: ხვიჩა, გილოცავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნებას
ხვიჩა კვარაცხელია: რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ რომ ფინალში გავედით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. კონცენტრირებულები ვართ, ვიცით რომ ძალიან რთული თამაში იქნება "არსენალთან". თუმცა, ჩვენ ბევრჯერ ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. "ბაიერნი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ახლა და ეს ძალიან რთული თამაში იყო, ყველაზე რთულიც კი ამ სეზონში და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში შეგვიძლია.
ჟურნალისტი: შენ მოგეწონებოდა ეს თამაში? კიდევ ერთი ასისტი შეასრულე. თვლი თუ არა რომ კარიერის საუკეთესო ფორმაში ხარ ახლა?
ხვიჩა კვარაცხელია: არ ვიცი, მე ყოველ დღე ვმუშაობ ამისთვის, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ფეხბურთისგან უკან ვიღებ გოლებს ან ასისტებს და ძალიან მიხარია ეს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდი და დღევანდელი გამარჯვება.
ყოველთვის შევეცდები გუნდს დავეხმარო და ყველაფერს გავაკეთებ ამ ლოგოსთვის.
თარგმანი "სეტანტა სპორტი საქართველო"




