საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრეზიდენტის მეუღლესთან- თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ყიფშიძე, გოგა ბარბაქაძე, ეკა მოლოდინაშვილი და კესო დვალიშვილი.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, მომღერლებმა - ნინი ბადურაშვილმა და თემურ გუგუშვილმა, ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის გუნდმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა მიხეილ ედიშერაშვილის დირიჟორობით. 

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს