ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე  და საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე.