კვარადონა 🔥 პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სულ რაღაც 19 მატჩში, ჩვენს ვინგერს უკვე 15 საგოლე მოქმედება აქვს: 9 გოლი და 6 ასისტი.
ის ყოველთვის იქ არის, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ - პარი სენ- ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ პოსტს უძღვნის.
“გადამწყვეტი გოლები, საოცარი ფინიშები, ერთი-მეორეზე უკეთესი „ცხრიანები“ და ბრწყინვალების ის წამები, რომლებიც ევროპის უდიდეს სცენას ანათებს.
თუმცა კვარა მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
ის მოედანზე ნამდვილი მეომარია — პრესინგი, სირბილი, ბრძოლა თითოეული ბურთისთვის. ფეხბურთელი, რომელსაც არაფრისგან შეუძლია შექმნას ყველაფერი: ერთი დრიბლინგი, სოლო რეიდი და გოლი, რომელსაც არავინ ელოდა.
არადა, სულ რაღაც წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის პარიზში ჩამოვიდა.
ამასწინათ თქვა, როგორ უყვარს პარიზი...
ხოდა... პარიზსაც უყვარხარ, კვარა! 🔴🔵✨ -პარი სენ-ჟერმენიю




